საქართველოში კორონავირუსის 2 979 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ბოლო 24 საათში გარდაიცვალა 53 ადამიანი, 3 470 კი გამოჯანმრთელდა.
დღე-ღამის განმავლობაში ჩატარდა 47 937 კვლევა, აქედან 29 881 ანტიგენის სწრაფი ტესტით, ხოლო 18 056 PCR-ით. 16 დეკემბერს აიცრა 10 505 ადამიანი.
რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, დღიური დადებითობის მაჩვენებელი 6,21%-ია, ბოლო 14 დღის - 7,26%-ია, 7 დღის - 6,76%.
ქვეყანაში ვირუსის გავრცელებიდან დღემდე ინფიცირების 904 181 შემთხვევა გამოვლინდა. აქედან 852 560 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 12 971 კი გარდაიცვალა.