მერაბ კობიაშვილი ნაფიცმა მსაჯულებმა გაამართლეს - გადაწყვეტილება ერთხმად მიიღეს

გამოქვეყნდა:

გუდაურში მომხდარ მკვლელობაში ბრალდებული მერაბ კობიაშვილი ნაფიცმა მსაჯულებმა გაამართლეს. ვერდიქტი რამდენიმე წუთის წინ გახდა ცნობილი.

12-მა ნაფიცმა მსაჯულმა მრავალსაათიანი მსჯელობის შემდეგ, გადაწყვეტილება ერთხმად მიიღო. გამამართლებელ ვერდიქტს 12-ვე მათგანმა დაუჭირა მხარი.

კობიაშვილი გამართლდა ორივე ბრალდებაში - განზრახ მკვლელობისა და მკვლელობის მცდელობაში.

გორის რაიონულ სასამართლოსთან მსაჯულების გადაწყვეტილებას მოკლული ახალგაზრდას, თაზო გორთამაშვილის ოჯახის წევრები აპროტესტებენ. 

 მკვლელობა გუდაურში 2020 წლის 16 თებერვალს მოხდა. დაჭრეს კიდევ ერთი პირი.

ბრალდებული კობიაშვილი გორის რაიონულმა სასამართლომ წინასწარი პატიმრობის 9-თვიანი ვადის ამოწურვის გამო, წინასწარი პატიმრობიდან 2020 წლის 12 ნოემბერს გაათავისუფლა.

მკვლელობას წინ ურთიერთდაპირისპირება და ხელჩართული ჩხუბი უძღოდა, რისთვისაც პროკურატურამ კობიაშვილის მიმართ ჯგუფურად განხორციელებული ძალადობის ფაქტზე 6 პირდ წარუდგინა ბრალი.

 

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი