ქურდობა ქუთაისში - ავტოქარხნის დასახლებაში, ცოტნე დადიანის ქუჩაზე, დევნილთა საცხოვრებელ კორპუსში სახლი გატეხეს. წაღებულია საყოფაცხოვრებო ნივთები, მათ შორის ტელევიზორი.
ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტებმა მუშაობა გამთენიისას დაასრულეს. დევნილთა დასახლებაში მცხოვრებლები ამბობენ, რომ ტერიტორიაზე საეჭვო არაფერი შეუნიშნავთ და არც ხმაური გაუგიათ.
ქურდები სავარაუდოდ თანხასაც ეძებდნენ, რადგან ბინის ყველა ოთახი გაჩხრეკილია.