თქვენთვის მიხეილ სააკაშვილი ერთი რიგითი, ჩვეულებრივი პატიმარია? - "მინისტრის საათის" ფარგლებში იუსტიციის მინისტრს, რატი ბრეგაძეს კითხვა მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის შესახებ, "ქართული ოცნების" დეპუტატმა, ეკა სეფაშვილმა დაუსვა.
"მე მაინტერესებს დღეს საზოგადოებაში ერთ-ერთ ყველაზე აქტუალურ კითხვაზე თქვენი პასუხი. ჩვენი ოპონენტები და საზოგადოების გარკვეული წევრები ხშირად აპელირებენ, რომ მიხეილ სააკაშვილს უნდა ჰქონდეს განსაკუთრებული პირობები. თქვენთვის, როგორც იუსტიციის მინისტრისთვის, მიხეილ სააკაშვილი ერთი რიგითი, ჩვეულებრივი პატიმარია? და მეორე, ესეც აქტუალურია დღევანდელ დღეს, როდის და სად გეგმავთ მიხეილ სააკაშვილის გორის ჰოსპიტალიდან გადაყვანას" - ჰკითხა რატი ბრეგაძეს "ოცნების" დეპუტატმა, ეკა სეფაშვილმა.
ცნობისთვის, საკანონმდებლო ორგანოში 20-წუთიან გამოსვლაში რატი ბრეგაძეს მიხეილ სააკაშვილის შესახებ არ უსაუბრია.