ირაკლი ოქრუაშვილი ქიბარ ხალვაშის წინააღმდეგ - მორიგი დავა "რუსთავი 2"-ზე

გამოქვეყნდა:

ირაკლი ოქრუაშვილი ქიბარ ხალვაშის წინააღმდეგ - ვის ეკუთვნის რუსთავი 2 და  გაყალბდა თუ არა დოკუმენტი? თბილისის საქალაქო სასამართლოში ამ საქმეზე მორიგი მოსამზადებელი პროცესი გაიმართა. ქიბარ ხალვაშის ადვოკატები ამტკიცებენ, რომ ოქრუაშვილსა და ხალვაშს შორის არანაირი შეთანხმება არ შემდგარა და დოკუმენტზე, რომლის საფუძველზეც ოქრუაშვილი დავობს, ხალვაშის გაყალბებული ხელმოწერაა.

საპირისპიროა გამარჯვებული საქართველოს ლიდერისა და ყოფილი თავდაცვის მინისტრის პოზიცია.

მისი უფლებადამცველის თქმით,  რუსთავი 2 -ის წილებსა და აქტივებთან დაკავშირებულ ყველა პრეტენზიასა და სარგებელზე საკუთრების მოთხოვნის უფლებები ირაკლი ოქრუაშვილს ეკუთვნის, ქიბარ ხალვაში კი ტელევიზიაში მხოლოდ მის მიერ დანიშნული ნომინალური ფიგურა იყო.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი