მეტრეველების ოჯახი, ემზარ კვიციანის წინააღმდეგ სამართლებრივი დევნის დაწყებას ითხოვს. დაზარალებულებმა სარჩელი ისანი სამგორის პოლიციაში შეიტანეს. მიუხედავად იმისა, რომ დაპირისპირებიდან უკვე სამი დღე გავიდა, საგამოძიებო უწყებას დეპუტატი არ დაუკითხავს. გამომძიებელი მეტრეველებს ეუბნება, რომ დეპუტატის მანდატის გამო კვიციანის დაკითხვა რთული პროცედურაა.
სოციალურ ქსელში კი დაზარალებული ოჯახის წინააღმდეგ კამპანია დაიწყო და მათ ანგარიშსწორებით ემუქრებიან.
დაზარალებულები ამბობენ, რომ მუქარები ვეტერანის არასრულწლოვან ბავშვებს მძიმე ფსიქოლოგიურ სტრესს აყენებს.
მუქარები, მასთან დაახლოებული პირები წერენ სოციალურ ქსელში სტატუსებს და სამართლიანობის აღდგენას მოითხოვენ, ხალხმა უნდა აღადგინოს სამართლიანობა, ჩახოცოს მისი ცოლ-შვილი და დააყოლოს მერე ოჯახის უფროსი. ასეთი სტატუსებია" ამბობს ნინო მეტრეველი
დაზარალებული ოჯახი სამართალდამცველების მხრიდან დაუყოვნებლივ რეაგირებას ითხოვს. მეტრეველები საკითხით დაინტერესებას სახალხო დამცველსაც სთხოვენ.
დაპირისპირება დოლაბაურის ქუჩაზე შაბათს საღამოს მოხდა. მთვრალი ემზარ კვიციანი ომის ვეტერანის ოჯახს მიუვარდა. დეპუტატი ამბობს, რომ ტერიტორია მისის საკუთრებაა და მეტრეველები იქ უკანონოდ ცხოვრობენ.