"პროპაგანდისტული გამოსვლა ჰქონდა, მისი საუბარი არ შეეხებოდა არც ადამიანის უფლებებს, არც კანონის უზენაესობას" - ასე ეხმაურება პარლამენტში იუსტიციის მინისტრის გამოსვლას მიხეილ სააკაშვილის უფლებადამცველი, ბექა ბასილაია.
როგორც ადვოკატმა აღნიშნა, რატი ბრეგაძემ გუშინ საზოგადოებას უთხრა, რომ მიხეილ სააკაშვილის კადრების გავრცელებაზე ინსპექტორის დასკვნას "მურუსიძე-ჩინჩალაძის სასამართლოში წაიღებს და თავს გაიმართლებს".
"რატი ბრეგაძე გუშინ კვლავ საუბრობდა პოლიტიკური დაკვეთიდან გამომდინარე. პროპაგანდისტული გამოსვლა ჰქონდა და მისი საუბარი არ შეეხებოდა არანაირად არც ადამიანის უფლებებს, არც კანონის უზენაესობას. უტიფრად საუბრობს სახელმწიფო ინსპექტორის დასკვნაზე, რომლითაც დადგინდა მიხეილ სააკაშვილის უფლებების ფუნდამენტური დარღვევა. რატი ბრეგაძე ახლა საუბრობს, რომ მურუსიძე-ჩინჩალაძის სასამართლოში წაიღებს ამ საქმეს და გაიმართლებს თავს", - ამბობს ბექა ბასილაია.
შეგახსენებთ, რომ გუშინ საკანონმდებლო ორგანოში "მინისტრის საათის" ფორმატში მისულმა იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ თქვა, რომ მან სახელმწიფო ინსპექტორის დასკვნა სასამართლოში უკვე გაასაჩივრა.
ამავე თემაზე: