კიდევ 47 გარდაცვლილი და 2 195 ახალი შემთხვევა - 19 დეკემბრის კოვიდსტატისტიკა

გამოქვეყნდა:

საქართველოში კორონავირუსის 2 195 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ბოლო 24 საათში გარდაიცვალა 47 ადამიანი, 4 319 კი გამოჯანმრთელდა.

დღე-ღამის განმავლობაში ჩატარდა 33 813 კვლევა, აქედან 20 095 ანტიგენის სწრაფი ტესტით, ხოლო 13 718​ PCR-ით. 18 დეკემბერს აიცრა 9 398 ადამიანი.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, დღიური დადებითობის მაჩვენებელი 6,49%-ია, ბოლო 14 დღის - 6,96%-ია, 7 დღის - 6,48%.

ქვეყანაში ვირუსის გავრცელებიდან დღემდე ინფიცირების 909 160 შემთხვევა გამოვლინდა. აქედან 858 949 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 13 071 კი გარდაიცვალა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი