
ადიგენში, 24 წლის კაცის დაჭრისთვის ერთი პირი დააკავეს. ინფორმაცია "მთავარი არხის" ვებგვერდს შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს.
უწყების ცნობით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.
შემთხვევა გუშინ, დაახლოებით 22:00 საათზე, სოფელ უდეში მოხდა. დაპირისპირების მიზეზი ამ დრომდე უცნობია.
ამავე თემაზე: