გერმანიაში გენშტაბის ყოფილი ხელმძღვანელი, გიგი კალანდაძე დააკავეს. ბერლინში ის საქართველოს ხელისუფლების მოთხოვნით აიყვანეს.
მას საქართველოში ბრალი ელბერტ კობერიძის წამებაზე 2015 წელს წარუდგინეს, მას შემდეგ კალანდაძე საქართველოში არ ყოფილა. ის წლებია უკრაინაში ცხოვრობს და იქ მსახურობს.
სამხედროები, რომლებმაც ქვეყანა 2012 წლის შემდეგ დატოვეს, ამბობენ, რომ ამ წლების განმავლობაში "ქართული ოცნება" რუსეთის და პირადად პუტინის დავალებებს ზედმიწევნით ასრულებს.