ნუცუბიძის პლატოზე გუშინ, 18 დეკემბერს მომხდარ დაჭრაში ბრალდებული პირი პოლიციას ჩაბარდა. ინფორმაციას ტელეკომპანია ფორმულა მის მამაზე დაყრდნობით ავრცელებს.
სისხლიანი გარჩევა გუშინ ღამით მოხდა, მიზეზი ამ დრომდე უცნობია. დაჭრილი 17 წლის ბიჭია, მას გულის არეში რამდენიმე ჭრილობა აქვს მიყენებული. შსს-მ გამოძიება ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების მუხლით დაიწყო.
ინფორმაციის დაზუსტებას "მთავარი არხის" ვებგვერდი შსს-ში ცდილობს.
ამავე თემაზე: