თბილისში, ნუცუბიძის პლატოზე, ცივი იარაღით ერთი ადამიანი დაჭრეს. არსებული ინფორმაციით, დაჭრილია არასრულწლოვანი.
შემთხვევა ნუცუბიძის მეოთხე და მეხუთე პლატოს შორის, ერთ-ერთ სავაჭრო ობიექტთან მოხდა.
შსს-მ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.