
რა ბედი ელის გერმანიაში დაკავებულ საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ყოფილი უფროს, გენერალ გიგი კალანდაძეს და დაიწყება თუ არა მისი საქართველოში ექსტრადირება.
კალანდაძე 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში მონაწილეობდა. მისი თანამებრძოლები ყვებიან რომ გენერლის მსგავსად მათაც დევნიან.
"პირდაპირ ღია ბრძოლა გამოუცხადეს იმ პატრიოტ სამხედროებს, როგორიც არის გენერალი კალანდაძე. ყველას კარგად გვახსოვს გენერალ კალანდაძის დაკავების ფაქტები, ჩვენთვის თვალნათლივ გახდა ცხადი, რომ საქართველოში მუშაობდა რუსული სპეცსამსახურები, რომლებიც ახორციელებდნენ დასჯის ოპერაციას ქართული სპეცსამსახურებისა და სამართალდამცავების ხელით. ვერანაირ სხვა დასკვნას ვერ გავაკეთებ, გარდა იმისა, რომ ეს არის მიზანმიმართული დევნა, იმ სამხედრო მოსამსახურეების, იმ პატრიოტი ქართველი სამხედროებისა, რომლებიც აქტიურად მონაწილეობდნენ რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლაში", - თქვა 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის მონაწილე, ბესო ქათამაძემ.
გერმანიაში ჩატარებული სპეცოპერაციის ზუსტი მიზეზი უცნობია, თუმცა საქართველოს ხელისუფლება მას ბრალად ელბერტ კობერიძის წამებას უყენებს. წლების განმავლობაში გიგი კალანდაძე უკრაინაში ცხოვრობდა მან გერმანიაში შვილს ჩააკითხა რა დროსაც ბერლინში სამართალდამცველებმა აიყვანეს.