საქართველოში "ომიკრონის" შემთხვევები დადასტურდა - განცხადება ამირან გამყრელიძემ ცოტა ხნის წინ გააკეთა.
გამყრელიძის ინფორმაციით, დაფიქსირებულია ორი შემთხვევა.
ორივე საქართველოს მოქალაქეა და აქვთ მოგზაურობის ისტორია აშშ-სა და დუბაიში. ორივე მათგანი იზოლირებულია საკუთარ ბინებში, დაავადების კი მიმდინარეობა მსუბუქია. გამყრელიძის თქმით, მათი 26 კონტაქტის კვლევა მიმდინარეობს. კონტაქტებიდან 16 უცხოელია.