მეტრეველების ოჯახი ემზარ კვიცინის წინააღმდეგ სამართლებრივ დავას იწყებს. მანამდე კი ომის ვეტერანის ოჯახმა "პატრიოტთა ალიანსის" დეპუტატის წინააღმდეგ პოლიციაში დღეს საჩივარი შეიტანა. კვიციანს მრავალშვილიანი ოჯახი თავდასხმას ედავება.
მეტრეველები ამბობენ, რომ მთვრალი დეპუტატი მათ საცხოვრებელ სახლში შეიჭრა, რასაც სიტყვიერი დაპირისპირება მოჰყვა.
როგორც ცნობილი ხდება, დოლაბაურის ქუჩაზე მდებარე სახლი თავდაცვის სამინისტროსმ 2000 წელს ემზარ კვიციანს გადასცა, თუმცა მას შემდგ, რაც კვიციანი რუსეთში გაიქცა, ჩამოართვა და ომის ვეტერანის, მეტრეველების მრავალშვილიან ოჯახს გადასცა.
კვიციანის ადვოკატი ამტკიცებს, რომ მეტრეველები სახლში უკანონოდ ცხოვრობენ და მათ ამის დამამტკიცებელი დოკუმენტაციაც აქვთ. დავა სასამართლოში ამ დრომდე გრძელდება.
რაც შეეხება შაბათს მომხდარ ინციდენტს. პოლიციას ემზარ კვიციანი ამ დრომდე არ გამოუკითხავს, სამაგიეროდ ისანი სამგორის პოლიციაში ხვალ მეტრეველების ოჯახის წევრებს კიდევ დაიბარებენ.
დღეს კი ნინო მეტრეველმა მათი ოჯახის მისამართით, სოციალური ქსელიდან წამოსულ აგრესიაზე და მუქარებზე ისაუბრა. მან საჩივრით ისანი სამგორის პოლიციას მიმართა.
დავწერე საჩივარი. კიდევ ერთხელ გავიმეორე ის გარემოება რაც მოხდა, როგორ უკანონოდ შემოიჭრა, უკანონოდ განახორციელა გადაღება, ხელით შეხება იყო თუ სიტყვიერი შეურაცხყოფა...ჩვენთან ეზოში შემოჭრის შემდეგ განხორციელდა ჩვენს ოჯახზე სოციალურ ქსლეში ზეწოლა. " ამბობს ნინო მეტრეველი.