კორონავირუსმა დედა-შვილი იმსხვერპლა

გამოქვეყნდა:

კორონავირუსმა ერთ კვირაში დედა-შვილი იმსხვერლა. ინფორმაციას Facebook-ზე ოჯახის ახლობლები ავრცელებენ:

ისინი საოცრად მოსიყვარულე დედა-შვილი იყვნენ. ლამარა ქოჩქიანს განსაკუთრებულად უყვარდა ნაბოლარა შვილი, რომელიც ერთი კვირის წინ მივაბარეთ მიწას, ერთი კვირაც ვერ გაუძლო უბედურ დედამ შვილის მონატრებას, კვალდაკვალ მიყვა ლაშას და ისევ გაუთბო უბე მდუღარე ცრემლით, ახლა ორივე ერთად მიემგზავრებიან 21დეკემბერს სოფელ ლემშვანიერადან დიდ ლილოში სადაც სამუდამო სამოსახლო ელოდებათ, - წერენ სოციალურ ქსელში. 

ცნობისთვის, საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. ბოლო მონაცემებით, ვირუსს საქართველოში 13 116 ადამიანი ემსხვერპლა. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი