ქვეყანაში ომიკრონის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა. ხელისუფლებას სამი კვირა აქვს, რომ მასშტაბურ გავრცელებას მომზადებული დახვდეს. მაგრამ, ისედაც რთული ეპიდემიოლოგიური ვითრების ფონზე, არავინ იცის, გაუძლებს თუ არა ქვეყნის ჩამოშლილი ჯანდაცვის სისტემა მძიმე კრიზისს.
როგორ აპირებს ხელისუფლება გაუმკლავდეს გლობალურ გამოწვევას - ექიმები ამბობენ, რომ 3 კვირაა იმისთვის, რომ პანდემიის მასშტაბურ გავრცელებას ქვეყენა მომზადებული დახვდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში პროცესები გართულდება და შესაძლოა, კლინიკაში მძიმე პაციენტებისთვის საწოლების რაოდენობა უბრალოდ აღარ იყოს.