
გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ყარათაკლიაში სროლა იყო. ადგილობრივების ინფორმაციით, უცნობმა პირებმა ახალგაზრდა კაცს საკუთარ ავტომობილში ესროლეს და მიიმალნენ.
დაჭრილი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ, რუსთავის ცენტრალურ საავადმყოფოში გადაიყვანა, სადაც მას სასწრაფო ოპერაცია ჩაუტარდა. კლინიკაში ამბობენ, რომ პაციენტის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა.
შემთხვევის ადგილას ამ დროისთვის ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ.