"სირცხვილია, მესამე პრეზიდენტი დაბადების დღეს ციხეში ხვდებოდეს" | აქციას რუსთაველზე იმერეთიც უერთდება 

გამოქვეყნდა:

რუსთაველის გამზირზე დღევანდელ აქციას აქტივისტები ქუთაისიდან შემოუერთდებიან - "ოცნების" მმართველობაზე განაწყენებული ადამიანები ქვეყნის მთავარ გამზირზე შეიკრიბებიან და მესამე პრეზიდენტის გათავისუფლებას მოითხოვენ.

მოქალაქეები იმერეთის რეგიონის 12-ვე მუნიციპალიტეტიდან თბილისის მიმართულებით ცოტა ხნის წინ დაიძრნენ.

პროტესტის მონაწილეების თქმით, "სირცხვილია, მესამე პრეზიდენტი, თანამედროვე სახელმწიფოს დამფუძნებელი დაბადების დღეს ციხეში ხვდებოდეს". 

ოპოზიციის მხარდამჭერები ამბობენ, რომ "ქართულმა ოცნებამ" ქვეყანაში პოლიტიკური რესურსი ამოწურა და საჭიროა, ვადამდელი არჩევნების ჩანიშვნა.

ცნობისთვის, "ნაციონალური მოძრაობა" თბილისში, რუსთაველის გამზირზე, აქციას 18:00 საათზე გამართავს.

ამავე თემაზე:

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი