"წარმოუდგენელია მიხეილ სააკაშვილის ციხეში ყოფნას შევეგუოთ" - აჭარიდან კოლონები დაიძრა

გამოქვეყნდა:

ბათუმში მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერები რამდენიმე ადგილიდან თბილისისკენ დაიძრნენ. აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ რუსთაველზე დღეს აჭარის მოსახლეობა მრავალრიცხოვნად იქნება წარმოდგენილი. მათი მთავარი გზავნილია - თავისუფლება მიხეილ სააკაშვილს. 

ბათუმში შეკრებილები აცხადებენ, რომ დღევანდელი აქციით ბიძინა ივანიშვილს კიდევ ერთხელ დაანახებენ, რომ ოპოზიცია მრავალრიცხოვანია. 

"წარმოუდგენელია, რომ შევეგუოთ საქართველოს მესამე პრეზიდენტის საპყრობილეში ყოფნას, ადამიანს, რომელიც ამ ქვეყნის თავისუფლებისთვის და დამოკიდებულებისთვის ყველაზე მეტს აკეთებს და დღეს ციხეშია, გვინდა, რომ დაბადების დღე მივულოცოთ", - თქვა ენმ-ს ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი კირთაძემ. 

ოპოზიციაში ამბობენ, რომ პროტესტი არ შეწყდება მანამ, სანამ რიგგარეშე არჩევნები არ ჩაინიშნება და პოლიტიკური პატიმრების დევნა არ შეწყდება. 

ცნობისთვის, "ნაციონალური მოძრაობა" თბილისში, რუსთაველის გამზირზე აქციას 18:00 საათზე გამართავს.

ავტორი: თეა ვაშალომიძე.

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი