"უნდა დავამტკიცოთ, რომ ჩვენ ვართ სახელმწიფო" - აქციას სამეგრელოდან და შიდა ქართლიდანაც უერთდებიან

გამოქვეყნდა:

თბილისში დაგეგმილ აქციას უერთდებიან სამეგრელოდან და შიდა ქართლიდანაც. ზუგდიდში მოქალაქეებმა აქცია თავად დააორგანიზეს, მათი მთავარი მოთხოვნაა მიხეილ სააკაშვილი გათავისუფლდეს.

ზუგდიდელები ამბობენ, რომ რამდენჯერაც საჭირო გახდება აქციას იმდენჯერ შეუერთდებიან. მოქალაქეები ამბობენ, რომ მიხეილ სააკაშვილმა თანამედროვე ქართული სახელმწიფო შექმნა და არ შეიძლება ის ციხეში იჯდეს. 

დედაქალაქში დაგეგმილ აქციას უერთდებიან აჭარიდანაც, საიდანაც კოლონები უკვე დაიძრა.

ცნობისთვის, "ნაციონალური მოძრაობა" თბილისში, რუსთაველის გამზირზე აქციას 18:00 საათზე გამართავს. პოლიტიკური ლიდერები ადგილზე უკვე იკრიბებიან.

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი