კიდევ 52 გარდაცვლილი და 2 739 ახალი შემთხვევა - 22 დეკემბრის კოვიდსტატისტიკა

გამოქვეყნდა:

საქართველოში კორონავირუსის 2 739 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ბოლო 24 საათში გარდაიცვალა 52 ადამიანი, 3 072 კი გამოჯანმრთელდა.

დღე-ღამის განმავლობაში ჩატარდა 45 153 კვლევა, აქედან 28 160 ანტიგენის სწრაფი ტესტით, ხოლო 16 993 PCR-ით. 21 დეკემბერს აიცრა 13 878 ადამიანი.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, დღიური დადებითობის მაჩვენებელი 6,07%-ია, ბოლო 14 დღის - 6,58%-ია, 7 დღის - 6,19%.

ქვეყანაში ვირუსის გავრცელებიდან დღემდე ინფიცირების 916 477 შემთხვევა გამოვლინდა. აქედან 869 411 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 13 221 კი გარდაიცვალა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი