საქართველოში კორონავირუსის 2 164 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ბოლო 24 საათში გარდაიცვალა 68 ადამიანი, 3 767 კი გამოჯანმრთელდა.
დღე-ღამის განმავლობაში ჩატარდა 43 437 კვლევა, აქედან 25 020 ანტიგენის სწრაფი ტესტით, ხოლო 18 417 PCR-ით. 22 დეკემბერს აიცრა 12 351 ადამიანი.
რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, დღიური დადებითობის მაჩვენებელი 4,98%-ია, ბოლო 14 დღის - 6,43%-ია, 7 დღის - 5,94%.
ქვეყანაში ვირუსის გავრცელებიდან დღემდე ინფიცირების 918 641 შემთხვევა გამოვლინდა. აქედან 873 178 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 13 289 კი გარდაიცვალა.