ბუსტერდოზის გაკეთების ვადა ნებისმიერი ვაქცინის შემთხვევაში, სამ თვემდე მცირდება

გამოქვეყნდა:

იმუნიზაციის საბჭოს გადაწყვეტილებით, ბუსტერდოზის გაკეთების ვადა ნებისმიერი ვაქცინის შემთხვევაში, სამ თვემდე მცირდება.

გადაწყვეტილება ხვალ აისახება მინისტრის ბრძანებაში და ორშაბათიდან უკვე შესაძლებელი იქნება, რომ მეორე დოზის შემდეგ მოსახლეობამ ბუსტერდოზა გაიკეთოს.

შეგახსენებთ, რომ დღემდე, "ფაიზერის" შემთხვევაში, ბუსტერით აცრა ნებადართული იყო ვაქცინაციის პირველადი კურსის დასრულებიდან სულ მცირე 5-თვიანი ინტერვალით, ხოლო ჩინური "სინოფარმისა" და "სინოვაკით" აცრილებისთვის დასაშვები იყო 3 თვის შემდეგ.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი