ბოჭორიშვილის კლინიკის მედპერსონალმა სამართალდამცავებს დახმარებისთვის მიმართა, თუმცა მათგან უარი მიიღო - კლინიკის მედპერსონალი პაციენტებთან ურთიერთობის შედეგად დაინფიცირდა.
მედიკოსები საკუთარ კლინიკაში მკურნალობენ. სამივე მათგანი, ერთი ექთანი და ერთი სანიტარი, ბოქსირებული განყოფილების ერთი ცვლის თანამშრომელია.
ირკვევა, რომ იმ ბოქსირებულ განყოფილებაში, სადაც მედპერსონალი მუშაობდა, ფსიქოლოგიური დარღვევების მქონე ორი პაციენტი მკურნალობდა. კლინიკის თანამშრომლებს ამ პაციენტებთან გამკლავება უჭირდათ და მათ დახმარებისთვის სამართალდამცავებს მიმართეს, თუმცა, დახმარებაზე უარი მიიღეს.
ეს არის სხვა ცხოვრების სტილი მედპერსონალისთვის, ეს არის ცხოვრება, როდესაც შენ არც სამართალდამცავი გიდგას გვერდით, არც დაცვა, ექიმიც ხარ, ფსიქოლოგიც, დედაც ხარ და ხანდახან პატრულიც ხარ. ჩვენ მოგვიწია, სამწუხაროდ, არაადეკვატურ 1-2 პაციენტთან ურთიერთობა, პერსონალთან პირადი შეხება. არ გვეკარებოდა არავინ, გარკვეული რისკების გამო, მაგრამ მათიც გვესმის. და აი, ასეთი ცხოვრების პირობებში მოხდა ისე, რომ ექთანი და სანიტარი, ერთი და იგივე ცვლის, დაინფიცირდა, - ამბობს ბოჭორიშვილის კლინიკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე მაკა სოლოღაშვილი.
ამ მომენტისთვის ბოჭორიშვილის კლინიკაში 25 პაციენტი განაგრძობს მკურნალობას, მათგან ერთი პაციენტის მდგომარეობა საყურადღებოა.
შეგახსენებთ, რომ ბოლო 24 საათში რვა ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გამოჯანმრთელდა სამი ადამიანი.