"რუსთავი 2"-ის საქმეზე დღეს ნიკა გვარამიას მორიგი სასამართლო პროცესი გაიმართება

გამოქვეყნდა:

თბილისის საქალაქო სასამართლოში, რუსთავი 2"-ის საქმეზე "მთავარი არხის" გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას პროცესი დღეს მოწმეების დაკითხვით განახლდება. სხდომა 15:00 საათზეა ჩანიშნული.

ამჯერად დაცვის მხარის მიერ გამოძახებულ 3 მოწმეს მოუსმენენ, თუმცა ადვოკატებისთვის უცნობია, გამოცხადდებიან თუ არა ისინი პროცესზე.

უფლებადამცველების შეფასებით, საქმე პოლიტიკურად მოტივირებულია და ეს მოწმეთა ჩვენებებითაც დადასტურდება.

"გამოძახებული გვყავს სამი პირი მოწმის სახით, უცნობია მოვლენ თუ არა ეს პირები ან მათგან რამდენი გამოცხადდება სასამართლო სხდომაზე. ბუნებრივია, მათ დავუსვამთ იმ კითხვებს, რაც დაადასტურებს ნიკა გვარამიას უდანაშაულობას, ისევე როგორც აქამდე დაკითხულმა ყველა მოწმემ აჩვენა, რომ რეალურად, ნიკა გვარამიას მიმართ არანაირი საფუძველი ბრალდების წარდგენის არ არსებობს. ის იყო ყველაზე წარმატებული "რუსთავი 2"-ის დირექტორი და მის პერიოდში ტელევიზია იყო ყველაზე მაღალრეიტინგული, მაღალშემოსავლიანი. ის იდევნება ერთადერთი მოტივაციით, რომ ხელისუფლებას მოეხდინა მისი განეიტრალება", - თქვა ადვოკატმა დიმიტრი საძაგლიშვილმა.

შეგახსენებთ, "მთავარი არხის" გენერალურ დირექტორს, ნიკა გვარამიას, პროკურატურა "რუსთავი 2"-ის დირექტორობის დროს, სამაუწყებლო კომპანიის კანონიერი ინტერესების საწინააღმდეგოდ უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებასა და მისი კუთვნილი დიდი ოდენობით თანხის სამსახურეობრივი მდგომარეობით გამოყენებას ედავება.

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი