"კვლავ თვლით თუ არა, რომ ჩვენ დანაშაულებრივად დავაზიანეთ თქვენს წილში არსებული კომპანია - კი თუ არა?" | ნიკა გვარამიას კითხვა ნინო ნიჟარაძეს და პასუხად მიღებული სრული დუმილი

გამოქვეყნდა:

ნიკა გვარამის სასამართლო სხდომა პოლიტიკური ლუსტრაციის კიდევ ერთ პროცესად იქცა. საქალაქო სასამართლოში დღეს რუსთავი ორის 10 პროცენტის მფლობელი ნინო ნიჟარაძე გამოკითხეს, რომელმაც დამოუკიდებლად ადვოკატების ვერცერთ კითხვას ვერ უპასუხა და ფაქტობრივად დაადასტურა, რომ მთავარი არხის დამფუძნებელი პოლიტიკური დევნის მსხვერპლია.

ნიჟარაძე, ყველაზე კრიტიკულ შემთხვევებში შეკითხვებზე პასუხის გაცემას და  განმარტებების გაკეთებას 
მხოლოდ პროკურორების დახმარებით ახერხებდა.

კვალიფიკაცია არის აქ გაკეთებული და პირების წრე არის პირდაპირ შემოხაზული, ეს კვალიფიკაცია არ ტოვებს ალტერნატივას. კვალიფიკაცია არის ჩემზე, ზურაზე და კახაზე. კვლავ გეკითხებით, თქვენი პოზიცია მაინტერესებს, ამ სამი ადამიანის პასუხისგებაში მიცემა კვლავ არის თუ არა თქვენი მოთხოვნა. ამას ეთანხმებით თუ არა, მარტივად მითხარით. ბოლო აბზაცს ეთანხმებით თუ არ ეთანხმებით...

მესმის, რომ ქალბატონ ნინოს პასუხის გაცემა უჭირს და ისიც ვიცი, რატომ უჭირს... ძაან დიდი ბოდიში მაგრამ მე უფრო მეტად მიჭირს. მე ერთი ხელმოწერით ვარ გაგზავნილი ციმბირში. მე ამ ერთი ხელმოწერით სად მივდივარ და ჩემთან ერთად დამენია და იაშვილი, თუ ამის კითხვის უფლებაც არ მაქვს. ვკითხავ სხვანაირად ახლა მაშინ - თქვენი აზრით, არიან თუ არა ამ ქმედებებში დამნაშავეები როგორც თქვენ აქ დაწერეთ, ის პირები, ვინც აგიხსნათ... თქვენი პოზიცია მაინტერესებს, ახლა არ მითხრათ, რომ დაზარალებულს შეიძლება პოზიცია არ ჰქონდეს არის თუ არა დამნაშავე ვინმე. განცხადების ავტორი როგორც დაზარალებული ისე არის... კვლავ თვლით თუ არა, რომ ჩვენ დანაშაულებრივად დავაზიანეთ თქვენს წილში არსებული კომპანია - კი თუ არა?, - ჰკითხა ნიკა გვარამიამ ნინო ნიჟარაძეს სასამართლო პროცესზე, რაზეც მისგან სრული დუმილი მიიღო. 

იხილეთ ვიდეო სრულად:

 

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი