"რა კომენტარი შეიძლება, გავაკეთო, რა შეიძლება ამას დავარქვათ? - არის ასეთი გამოთქმა - ღრეობა, შავი ჭირი.... ჩემი თაობის ხალხი კლუბებში არ დადის, მაგრამ ვყოფილვარ ხოლმე ერთი-ორჯერ საქართველოში არა, სამწუხაროდ, მაგრამ შედარება ამისი რესტორანთან, სადაც მაგიდებია დისტანციით, ერთი კლასტერი ცალკე ზის, მეორე ცალკე და კლუბის სიტუაცია?! საქართველო მთვარეზე ხომ არ არის? ევროპაში ყველგან დახურულია კლუბი. მესმის, ძალიან მძიმეა იგივე კლუბის მეპატრონეებისთვის, იმიტომ რომ ეს ძალიან დიდი ფინანსური ზარალია, მაგრამ რამდენად ვიცი შარშან მაგათ მერიამ აუნაზღაურათ, როგორც მახსოვს რაღაც კომპენსაციაც იყო" .
- თქვა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ, პაატა იმნაძემ.