კიდევ 69 გარდაცვლილი და 1 661 ახალი შემთხვევა - 26 დეკემბრის კოვიდსტატისტიკა

გამოქვეყნდა:

საქართველოში კორონავირუსის 1 661 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ბოლო 24 საათში გარდაიცვალა 69 ადამიანი, 3 841 კი გამოჯანმრთელდა.

დღე-ღამის განმავლობაში ჩატარდა 32 741 კვლევა, აქედან 18 421 ანტიგენის სწრაფი ტესტით, ხოლო 14 320​ PCR-ით. 25 დეკემბერს აიცრა 6 969 ადამიანი.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, დღიური დადებითობის მაჩვენებელი 5,07%-ია, ბოლო 14 დღის - 5,93%-ია, 7 დღის - 5,21%.

ქვეყანაში ვირუსის გავრცელებიდან დღემდე ინფიცირების 924 368 შემთხვევა გამოვლინდა. აქედან 881 863 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 13 512 კი გარდაიცვალა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი