მიხეილ სააკაშვილისა და გიორგი მარგველაშვილის შეხვედრა დღეს გაიმართება

გამოქვეყნდა:

გორის სამხედრო ჰოსპიტალში საქართველოს მესამე და მეოთხე პრეზიდენტების შეხვედრა დღეს, 27 დეკემბერს გაიმართება. მთავარი საკითხი, რაზეც მიხეილ სააკაშვილი და გიორგი მარგველაშვილი შეხვედრისას ისაუბრებენ, ეროვნულ თანხმობის იდეის გარშემო განვითარებული პროცესები და მოქმედი პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ჩართულობით მიმდინარე კონსულტაციები იქნება. 

ცნობისთვის, გიორგი მარგველაშვილმა მესამე პრეზიდენტის მოსანახულებლად იუსტიციის მინისტრს, რატი ბრეგაძეს ოფიციალური წერილით 20 დეკემბერს მიმართა. იმავე დღეს, შესაბამის უწყებებს თავად მიხეილ სააკაშვილმაც მოუწოდა, მარგველაშვილისთვის მისი მონახულების უფლება მიეცათ. 22 დეკემბერს, პენიტენციურმა სამსახურმა განაცხადა, რომ მეოთხე პრეზიდენტს ჰოსპიტალში შესვლის უფლებას მისცემს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი