ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში არასამთავრობოების საჩივრების განხილვა დასრულდა | მოსამართლეთა კოლეგიას გადაწყვეტილება არ გამოუცხადებია

გამოქვეყნდა:

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში არასამთავრობო ორგანიზაციების საჩივრების განხილვა დასრულდა. მოსამართლეთა კოლეგიას გადაწყვეტილება არ გამოუცხადებია. მათი განმარტებით, როდის გამოცხადდება გადაწყვეტილება, მხარეებს შეატყობინებენ.

სხდომის დაწყებისას "საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს" წარმომადგენელმა ლელა მოწონელიძემ მოსამართლე შოთა სირაძის აცილება მოითხოვა, რადგან ის წარსულში თანამდებობას იკავებდა ხობის საკრებულოში, მისი შვილი კი ამ დროისთვის თანამდებობის პირია.

ორგანიზაციის შუამდგომლობის საფუძველზე კოლეგიამ მოსამართლე შოთა სირაძის გარეშე ითათბირა და აცილების მოთხოვნა არ დააკმაყოფილა, რის შემდეგაც მოსამართლე დარბაზში დაბრუნდა.

ეს არასამთავრობო ორგანიზაციები იმერეთის და აჭარის რამდენიმე ოლქში უბნების ბათილობას და საარჩევნო კომისიის წარმომადგენლების პასუხისმგებლობას მოითხოვდა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი