გორის სასამართლომ საარჩევნო უბნების შედეგების ბათილობის შესახებ სარჩელი არ დააკმაყოფილა - სადამკვირვებლო მისია "ჩემი ხმა ევროკავშირს" 32-ე საარჩევნო ოლქში იმ უბნების შედეგების გაბათილებას ითხოვდა, სადაც დამკვირვებლებმა უმძიმესი დარღვევები დააფიქსირეს.

მანამდე, გუშინ, 4 ნოემბერს, გორის სასამართლოს მოსამართლემ, ნინო გერგაულმა "სამართლიანი არჩევნების" სარჩელი დააკმაყოფილა და 15 უბანზე ბიულეტენების ხელახლა გადათვლა დასაშვებად ცნო. ცესკო ამ გადაწყვეტილებას სააპელაციოში ასაჩივრებს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი