ფოთის ყოფილ მერს 8-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

გამოქვეყნდა:

ფოთის ყოფილ მერს, ირაკლი კაკულიას ზუგდიდის საქალაქო სასამართლომ 8-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა.

პატიმრობა მიესაჯა ირაკლი კაკულიასთან ერთად დაკავებულ რამდენიმე პირს: ზური ყურუას და ლევან ჩოჩია 7-7 წლით პატიმრობა მიესაჯათ, ნიკოლოზ გრიგოლიას კი 2 წელი.

როგორც "ინტერპრესნიუსს" ფოთის ყოფილი მერის, ირაკლი კაკულიას ადვოკატმა, ედიშერ ქარჩავამ განუცხადა, განაჩენის გასაჩივრებას ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში გეგმავს.

გამოძიება საჯარო მოხელეებს ფოთში სანაპირო ზოლის რეაბილიტაციის სამუშაოებზე რამდენიმე ათასი ლარის გაფლანგვასა და თანამდებობის ბოროტად გამოყენებას ედავება.

ფოთის ყოფილი მერი და მასთან ერთად რამდენიმე პირი ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა 2019 წლის 8 ნოემბერს დააკავა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი