პანდემიიდან გამომდინარე, წელს აბიტურიენტებს ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლა განსხვავებულად მოუწევთ. მომავალი სტუდენტები პირველ ეტაპზე თერმოსკრინინგს გაივლიან. კოვიდ 19-ისთვის დამახასიათებელი სიმპტომების აღმოჩენის შემთხვევაში, სარეზერვო ოთახში შეიყვანენ, სადაც ისინი ტესტირებას განცალკევებულად გაივლიან. გამორიცხული არ არის, რომ ასეთი შემთხვევის დროს, რომელიმე აბიტურიენტი გამოცდებიდანაც მოიხსნას.
ასევე, მთავარ რეკომენდაციად რჩება გამოცდაზე პირბადით მისვლა და ორმეტრიანი დისტანციის დაცვაც.
მერხებს შორის დაშორება იქნება, როგორც იცით, რეკომენდაცია არის ორი მეტრი და ჩვენ მოვახერხებთ, რომ სამ მეტრნახევარი იყოს სიგანეში ეს დაშორება. რაც შეეხება თვითონ მერხებს და აბიტურიენტების რაოდენობას, სულ ათი გამოსაცდელი აბიტურიენტი იქნება წარმოდგენილი თითო სექტორში. ასევე, თითოეულ მერხს წინ დამონტაჟებული ექნება გამჭვირვალე ფარი, - აცხადებს შეფასებისა და ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი, სოფიო გორგოძე.
საქართველოს მასშტაბით სულ 24 საგამოცდო ცენტრი მოეწყობა. გამოცდები წელს 6 ივლისს დაიწყება და 25 ივლისამდე გაგრძელდება.