ყოფილი სპორტსმენის გიორგი კანდელაკის სახლში სამართალდამცველები მუშაობენ. ვარიანში, კანდელაკების სახლი პოლიციის ლენტებით არის შემოსაზღვრული.
რესტორან "ჟოზეფთან" მომხდარი ჩხუბის ახალი დეტალები ხდება ცნობილი. ირკვევა, რომ კრიმინალურ გარჩევაში გიორგი კანდელაკის ვაჟი, თარაშ კანდელაკი ფიგურირებს. ოჯახის ახლობლები მედიასთან კომენტარს არ აკეთებენ, თუმცა, ადასტურებენ, რომ მათთან სამართალდამცავები იმყოფებოდნენ.
პოლიციის განყოფილებაში კი გამოკითხვაზე რამდენიმე წუთში თარაშ კანდელაკს მიიყვანენ. მანამდე კი სამართალდამცავები რესტორანში ინციდენტის შემსწრე პირებს კითხავენ.
სავარაუდოდ, სწორედ კანდელაკია იმ ჯგუფის ერთ-ერთი წევრი, რომლებმაც 18 წლის ბიჭს სასტიკად სცემეს. ახალგაზრდა ამ დრომდე მართვით სუნთქვაზე რჩება.