დედოფლისწყაროში "გირჩი - მეტი თავისუფლების" წევრს თავს დაესხნენ და ფიზიკურად გაუსწორდნენ

გამოქვეყნდა:

თავდასხმა "გირჩი - მეტი თავისუფლების" წევრზე. როგორც "მთავარი არხის" ვებგვერდისთვის ხდება ცნობილი,
გუშინ 25 დეკემბერს პარტიის წევრს, გოგიტა რობიტაშვილს ნიღბიანი პირები თავს დაესხნენ და ფიზიკურად გაუსწორდნენ. 

პარტიაში ამბობენ, რომ შემთხვევა მას შემდეგ მოხდა, რაც რობიტაშვილი პარტიის ყრილობიდან დედოფლისწაროში ჩავიდა და ავტომობილის გაჩერების შემდეგ სახლში შედიოდა. 

რა გახდა თავდასხმის მიზეზი უცნობია, პარტიის წევრები კი ამას პოლიტიკურ ანგარიშსწორებად აფასებენ. 

"მთავარი არხის" ვებგვერდი დეტალებს არკვევს. 

 

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი