საქალაქო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს [VIDEO]

გამოქვეყნდა:

თბილისის საქალაქო სასამართლოში ე.წ პიჯაკების საქმის განხილვა დაიწყო. ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, სასამართლოს მიხეილ სააკაშვილი არ ესწრება.

სასამართლოს ეზოში მიხეილ სააკაშვილის მხარდასაჭერად სამოქალაქო აქტივისტები მივიდნენ და ბანერი წარწერით - #FreeMisha გაშალეს. მათი მთავარი გზავნილია, რომ ქვეყანაში პოლიტიკურად მოტივირებული საქმეები უნდა დასრულდეს და მიხეილ სააკაშვილი უნდა გათავისუფლდეს.

პროცესის დაწყებამდე ჟურნალისტებთან ისაუბრა უფლებადამცველმა დიმიტრი საძაგლიშვილმა, რომლის თქმითაც, მნიშვნელოვანი იყო ანზორ ჩუბინიძე გამოეკითხათ.

"ის, რაზეც პროკურატურამ ბრალი წარუდგინა მესამე პრეზიდენტს და  სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ყოფილ უფროსს, გრძელდება ოცნების დროსაც კი და ამაზე ინფორმაციას მივიღებთ ჩუბინიძისგან"- ამბობს დიმიტრი საძაგლიშვილი.  

საქმის ერთ-ერთი ბრალდებული, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ყოფილ ხელმძღვანელი თემურ ჯანაშია ამბობს, რომ მასალებზე "გრიფით საიდუმლოს დადება არის სახრავად ამომრჩევლისთვის, რომ მიხეილ სააკაშვილი ვითომდა ხალხის ფულს იპარავდა და სისულელეებში ხარჯავდა". 

სასამართლო პროცესის პირდაპირი ტრანსლაცია იხ. ბმულზე:

 

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი