თავდასხმა და მკვლელობა გორში - "მთავარის" ინფორმაციით, კომბინატის დასახლებაში ძმები მერაბ და გოჩა ქასანაშვილები, მეტსახელად "ქასანა" და "ჭუკია" თავს დაესხნენ გურამ ძამანაშვილს, მეტსახელად "პონჩიკას".
ძმებმა თავდაპირველად ცივი იარაღით ჭრილობები მიაყენეს ძამანაშვილს, რომელმაც ასევე ცივი იარაღი გამოიყენა და ერთ-ერთ თავდამსხმელს, გოჩა ქასანაშვილს მეტსახელად "ქასანას" სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა.
ფაქტზე გამოძიება თავდასხმის და განზრახ მკვლელობის მუხლებით მიმდინარეობს. არსებული ინფორმაციით, პოლიციას ერთი პირი, მერაბ ქასანაშვილი ჰყავს დაკავებული.