საქართველოში "ომიკრონის" 63 შემთხვევაა დადასტურებული

გამოქვეყნდა:

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, ქვეყანაში "ომიკრონის" 63 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის 5 მოზარდი და ბავშვია.

"სადღაც ვპროგნოზირებთ, რომ 2-3 კვირის ფარგლებში ის გარკვეულად ჩვენს ქვეყანაშიც შესაძლებელია გახდეს დომინანტი "დელტასთან" მიმართებაში. 63 "ომიკრონ დადებითი" შემთხვევიდან უმრავლესობა შემოტანილია და თითქმის ყველას კონტაქტების და ყველას ჩაღრმავებული ეპიდკვლევა მიმდინარეობს, იქიდან მძიმე არცერთი არ გახლავთ", - თქვა ამირან გამყრელიძემ.

მისივე განცხადებით, ინფიცირებულთა უმეტესობა აცრილია, სტაციონარში კი 3 მკურნალობს, რადგან მათ თანმხლები დაავადებები აქვთ.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი