COVID 19-ის პირველი შემთხვევა შესაძლოა 2019 წლის აგვიტოსში ყოფილიყო - ახალი კვლევა

გამოქვეყნდა:

კოვიდ19-ის პირველი შემთხვევა შესაძლოა 2019 წლის აგვისტოში ყოფილიყო - ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო "როიტერი"  ჰარვარდის სამედიცინო სკოლის დამოუკიდებელი კვლევის შედეგებზე დაყრდნობით ავრცელებს.

მეცნიერების ვარაუდი ვუჰანის პროვინციის თანამგზავრულ ფოტოებსა და ინტერნეტის საძიებო სისტემაში, მომხმარებლების მიერ, ვირუსის სიმპტომების შესახებ ინფორმაციის ხშირ მოძიებას ემყარება.

კვლევის შედეგებს სასაცილოს უწოდებს ჩინური მხარე და კორონავირუსის პირველი შემთხვევის დაფიქსირების თარიღად 2019 წლის დეკემბერს ასახელებს.

ამ დროისთვის მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირების 7 მილიონ 250 ათასზე მეტი ფაქტია დადასტურებული. 410 ათასი ადამიანი კი გარდაიცვალა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი