
უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატს არ ახსოვს იმ უმაღლესი სასწავლებლის ზუსტი მისამართი რომელიც დაამთავრა და არც ის, რამდენს იხდიდა სწავლაში.
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე ამირან ძაბუნიძეს კითხვები "ევროპელი სოციალისტების" წევრმა, ფრიდონ ინჯიამ დაუსვა და დაინტერესდა რამდენს იხდიდა სწავლაში, გამოადგა თუ არა სამართლის მენეჯმენტის დიპლომი და ვინ იყო სასწავლებლის რექტორი:
"ღირებულება არ მახსოვს, ფასიანი იყო, მდებარეობდა ვაკეში, ფალიაშვილის ქუჩაზე, ნომერი არ მახსოვს, მე მგონი ბოლო სართულზე იყო" უპასუხა ინჯიას ძაბუნიძემ.
მისივე თქმით, აღნიშნული სასწავლებელი იმ წლებში "დატვიორთული იყო", თუმცა შემდგომ განხორციელებული რეფორმების შედეგად, აკრედიტაცია ვეღარ გაიარა და სავარაუდოდ 2005 წელს გაუქმდა.
მოსამართლეობის კანდიდატის განცხადებით, რექტორი იყო ალფრედ კურატაშვილი.