"საკუთარი ფანტაზიით ინტერპრეტაციას უკეთებს ნორმებს იმისთვის, რომ დასაჯოს მთავარი არხი" - დაჯარიმდება თუ არა ტელევიზია?

გამოქვეყნდა:

მარეგულირებელი კომისიის წარმომადგენელმა მთავარი არხის იურისტის ვერც ერთ შეკითხვას დღეს ვერ უპასუხა, რითიც კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ საქმე არის პოლიტიკური.

საუბარია იმ სარჩელზე, რომელიც სააპელაციოდან საქალაქოში დაბრუნდა და რომელშიც მარეგულირებელი მთავარ არხს Free misha-ს კლიპების გამო ედავება და მის დაჯარიმებას ითხოვს.

"კანონში რაც არ წერია იმაზე ამბობს, რომ წერია, საკუთარი ფანტაზიით ინტერპრეტაციას უკეთებს ნორმებს იმისათვის რომ დასაჯოს მთავარი არხი...

​დღეს გასაოცარი რამ გავიგონეთ სხდომაზე. უკვე კომისიის აპარატის თანამშრომლებიც ბედავენ იმას, რომ ჩვენ რუსული არხი დაგვიძახა დღეს, პრაქტიკულად შეგვადარა რუსულ არხს" - განაცხადა თამთა მურადაშვილმა სასამართლოს სხდომის დასრულების შემდეგ ბექაურის უწყების წარმომადგენლებზე საუბრისას. 

რა გადაწყვეტილებას მიიღებს მოსამართლე ხვალ, 17 საათზე გახდება ცნობილი. იქიდან გამომდინარე, რომ თამთა მურადაშვილის შეფასებით, საქმე პოლიტიკურია და სასამართლო ყოველთვის ბექაურის უწყებისთვის სასარგებლო გადაწყვეტილებებს იღებს, მოსალოდნელია, რომ ამჯერადაც დამოუკიდებელ მედიას დააჯარიმებენ.

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი