საქართველოში კორონავირუსის 2 514 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ბოლო 24 საათში გარდაიცვალა 61 ადამიანი, 2 711 კი გამოჯანმრთელდა.
დღე-ღამის განმავლობაში ჩატარდა 46 059 კვლევა, აქედან 26 700 ანტიგენის სწრაფი ტესტით, ხოლო 19 359 PCR-ით. 28 დეკემბერს აიცრა 11 720 ადამიანი.
რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, დღიური დადებითობის მაჩვენებელი 5,46%-ია, ბოლო 14 დღის - 5,65%-ია, 7 დღის - 5,09%.
დღეს გამოვლენილი ინფიცირების შემთხვევებიდან, დედაქალაქისა და რეგიონების მიხედვით განაწილება ასეთია:
ქვეყანაში ვირუსის გავრცელებიდან დღემდე ინფიცირების 930 544 შემთხვევა გამოვლინდა. აქედან 890 733 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 13 707 კი გარდაიცვალა.