კიდევ 51 გარდაცვლილი და 2 097 ახალი შემთხვევა - 30 დეკემბრის კოვიდსტატისტიკა

გამოქვეყნდა:

საქართველოში კორონავირუსის 2 097 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ბოლო 24 საათში გარდაიცვალა 51 ადამიანი, 2 331 კი გამოჯანმრთელდა.

დღე-ღამის განმავლობაში ჩატარდა 39 036 კვლევა, აქედან 23 112 ანტიგენის სწრაფი ტესტით, ხოლო 15 924​ PCR-ით. 29 დეკემბერს აიცრა 8 615 ადამიანი.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, დღიური დადებითობის მაჩვენებელი 5,37%-ია, ბოლო 14 დღის - 5,57%-ია, 7 დღის - 5,15%.

ქვეყანაში ვირუსის გავრცელებიდან დღემდე ინფიცირების 932 641 შემთხვევა გამოვლინდა. აქედან 893 064 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 13 758 კი გარდაიცვალა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი