
ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფელ აწყვიტაში შუა ხნის კაცი მოკლეს. შემთხვევა გვიან ღამით მოხდა.
გავრცელებული ინფორმაციით, კაცს ჭრილობები ცივი იარაღით ჰქონდა მიყენებული.
მომხდარის შესახებ დამატებითი დეტალები ამ დროისთვის უცნობია.
როგორც "მთავარ არხს" შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 108 მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.