კიდევ 42 გარდაცვლილი და 2 100 ახალი შემთხვევა - 31 დეკემბრის კოვიდსტატისტიკა

გამოქვეყნდა:

საქართველოში კორონავირუსის 2 100 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ბოლო 24 საათში გარდაიცვალა 42 ადამიანი, 2 251 კი გამოჯანმრთელდა.

დღე-ღამის განმავლობაში ჩატარდა 38 802 კვლევა, აქედან 23 472 ანტიგენის სწრაფი ტესტით, ხოლო 15 330​ PCR-ით. 30 დეკემბერს აიცრა 5 532 ადამიანი.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, დღიური დადებითობის მაჩვენებელი 5,41%-ია, ბოლო 14 დღის - 5,5%-ია, 7 დღის - 5,28%.

ქვეყანაში ვირუსის გავრცელებიდან დღემდე ინფიცირების 934 741 შემთხვევა გამოვლინდა. აქედან 895 315 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 13 800 კი გარდაიცვალა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი