ჩვენ უკანონოდ არ გვეძლევა მიხეილ სააკაშვილთან პერსონალური კომუნიკაციის შესაძლებლობა - მიმართვა მე-12 დაწესებულების დირექტორს

გამოქვეყნდა:

პირდაპირი ეთერის მეშვეობით მინდა, მივმართო მე-12 დაწესებულების დირექტორს, ზურაბ მოდებაძეს, რომელიც პასუხისმგებელია იმაზე, რომ ჩვენ უკანონოდ არ გვეძლევა მიხეილ სააკაშვილთან პერსონალური კომუნიკაციის შესაძლებლობა - ამის შესახებ რუსთავის მე-12 დაწესებულებასთან მესამე პრეზიდენტის უფლებადამცველმა, დიმიტრი საძაგლიშვილმა ისაუბრა. 

ადვოკატმა მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით, დამატებით დეტალებზე არ ისაუბრა, თუმცა თქვა, რომ ის არის ყველაზე მამაცი, შეუპოვარი და მებრძოლი ადამიანი.

"მიუხედავად იმისა, რომ 31 დეკემბერია, მაინც მსურს, აღვნიშნო ის პრობლემა, რომელიც ჩვენ გვაქვს მასთან კომუნიკაციის, მათ შორის, პირდაპირი ეთერის მეშვეობით მინდა, მივმართო მე-12 დაწესებულების დირექტორის, ზურაბ მოდებაძეს, რომელიც პასუხისმგებელია იმაზე, რომ ჩვენ უკანონოდ არ გვეძლევა მიხეილ სააკაშვილთან პერსონალური კომუნიკაციის შესაძლებლობა. 

რაც შეეხება ჯანმრთელობის მდგომარეობას, პრობლემებზე საუბარს ახლა მე არ ვაპირებ, უბრალოდ შემიძლია ვთქვა, რომ მიხეილ სააკაშვილი არის ყველაზე მამაცი, შეუპოვარი და მებრძოლი ადამიანი. სწორედ ასეთებს ძალუძთ რეალურად გამარჯვება, მათ შორის, ნებისმიერი სიტუაციაში",- თქვა დიმიტრი საძაგლიშვილმა.

უფლებადამცველმა იმედი გამოთქვა, რომ მალე კონსილიუმების წევრებს რუსთავის ციხეში მიხეილ სააკაშვილის მონახულების შესაძლებლობა მიეცემა. 

ამავე თემაზე:

 

 

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი