რუსთავის მე-12 ციხის ადმინისტრაცია ისევ ხელოვნურ ბარიერებს აწესებს იმისთვის, რომ მიხეილ სააკაშვილმა საზოგადოებასთან კომუნიკაცია წერილებითაც ვერ შეძლოს.
მესამე პრეზიდენტის ადვოკატის, შოთა თუთბერიძის განცხადებით, რომელმაც ცოტა ხნის წინ დატოვა დაწესებულება, მესამე პრეზიდენტს დღეს გამზადებული ჰქონდა წერილი, თუმცა დაწესებული ბარიერების გამო, ვეღარ შეძლო ადვოკატამდე მისი მიტანა.
"კომუნიკაცია კვლავაც შეზღუდული გვაქვს. ვერ ვახერხებთ მისთვის წერილების გადაცემას და მისგან წერილობითი პასუხების მიღებას. ამას აქვს ერთადერთი მიზეზი და მიზანი ის, რომ სახელმწიფოს, საქართველოს ხელისუფლებას ეშინია მიხეილ სააკაშვილის კომუნიკაციისა ჩვენთან, მათ შორის ადვოკატებთან და საზოგადოებასთან" განაცხადა თუთბერიძემ.
უქმე დღეები გამო, მესამე პრეზიდენტთან ადვოკატები ვერ შეძლებენ შესვლას.