მიხეილ სააკაშვილი ვერ იღებს საკვებს და მისი წონა ახლა უფრო ნაკლებია, ვიდრე შიმშილობის დასრულების დროს - ადვოკატი

გამოქვეყნდა:

მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა ისევ რთულია. მისი ადვოკატის ინფორმაციით, რუსთავის ციხეში შესვლის საშუალება ჯერჯერობით არ ეძლევა მესამე პრეზიდენტის პირად ექიმს:

"მიხეილ სააკაშვილი კვლავაც ვერ იღებს საკვებს და მისი წონა ახლა უფრო ნაკლებია, ვიდრე იყო შიმშილობის დასრულების დროს და სუსტად არის ბუნებრივია. ამასთან, ყურადღებაა გასამახვილებელი იმაზე, რომ მასთან პირად ექიმს არ ეძლევა დაშვების საშუალება" ამბობს შოთა თუთბერიძე, რომელმაც რუსთავის მე-12 დაწესებულება რამდენიმე წუთის წინ დატოვა.

ადგილზე ამ დროისათვის დეპუტატი კობა ნაყოფია იმყოფება და მიხეილ სააკაშვილთან შესვლის აუცილებელ პროცედურებს გადის. 

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი