2021 წელს საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო 2 514 871 აცრა ჩატარდა | სტატისტიკა

გამოქვეყნდა:

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, 2021 წელს საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო 2 514 871 აცრა ჩატარდა.

სტატისტიკა ასეთია:

  • სულ მცირე 1 დოზით ვაქცინირებულია - 1 290 114 ადამიანი (>18 ასაკის მოსახლეობის 44.9%)
     
  • სრულად ვაქცინირებულია - 1 149 956 ადამიანი (>18 ასაკის მოსახლეობის 40.0%)
     
  • ბუსტერ დოზა გაკეთებული აქვს 73 465 ადამიანს.

31 დეკემბერს ქვეყნის მასშტაბით 1 388 ადამიანი აიცრა.

აღსანიშნავია, რომ მთავრობის გეგმის თანახმად, 2021 წელს მოსახლეობის 60% უნდა აცრილიყო, თუმცა ეს ვერ მოხდა. დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ თქვა, რომ 2022 წლის მიზანი მოსახლეობის 70%-ის აცრა იქნება.

ამავე თემაზე:

1 იანვრის კოვიდსტატისტიკა

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი